საგარანტიო პირობები
მოწყობილობა ჩავიბარე უნაკლო მდგომარეობაში. საგარანტიო პირობებს გავეცანი და ვეთანხმები. ვიღებ ვალდებულებას მივყვე მოთხოვნებს, რომლებიც წარმოდგენილია ექსპლუატაციის ინსტრუქციასა და საგარანტიო პირობებში.
საინფორმაციო სამსახური: 032 2800808; *0808
გარანტია 3 წელი
გთხოვთ, გახსენით მოწყობილობა მეამას წარმომადგენლის თანდასწრებით, რომ თავიდან ავიცილოთ მისი გახსნისთანავე აღმოჩენილი დეფექტები.
საგარანტიო მომსახურება არ ხორციელდება შემდეგ შემთხვევებში:
- თუ გასულია საგარანტიო ვადა
- თუ არ არის აპარატის სერიული ნომერი რეგისტრირებული ელექტრონულად
- მომხმარებლის საგარანტიო ველში ან მოწყობილობაზე არ იკითხება/ამძვრალია სერიული ნომერი
- მოწყობილობას აქვს ვიზუალური ან მექანიკური დაზიანება/დეფექტი
- დარღვეულია მწარმოებლის ექსპლუატაციისა და მოხმარების წესები
- ელ. ქსელის გაუმართაობით, მოწყობილობის დეტალების კოროზიით ან დანესტიანებით
- მოწყობილობის დაზიანება გამოწვეულია არაკვალიფიციური შეკეთების სამუშაოების შედეგად
- გარანტია არ ვრცელდება სადენებსა და აქსესუარებზე
მოწყობილობის დაბრუნების ან შეცვლის პირობები:
- ნივთის შეძენიდან 14 კალენდარული დღის ვადაში ქარხნული დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დარეკოთ საინფორმაციო ცენტრში 0322800808 აპარატი გამოიცვლება შესაბამისი პირობებით.
- მეამას სივრცეში შეძენილი ნივთის დაბრუნება შესაძლებელია, მისი შეძენიდან 2 კალენდარული დღის ვადაში თუ ნივთი წარმოდგენილი იქნება გამოუყენებელ მდგომარეობაში.
- დისტანციურად შეძენილი ნივთის დაბრუნება შესაძლებელია, წინასწარი შეთანხმებით საინფორმაციო ცენტრთან 0322800808.
- ნივთის შეკეთების ვადა განისაზღვრება 21 კალენდარული დღით. თუ ამ პერიოდის განმავლობაში ვერ შეკეთდა მოწყობილობა, კომპანია უზრუნველყოფს შეცვლას შესაბამისი პირობებით.
- შეცვლის ან / და დაბრუნების შემთხვევაში აუცილებელია წარმოადგინოთ შეძენილი ნივთის სრული დაუზიანებელი კომპლექტი - შესაფუთი ყუთი, აქსესუარები, ინსტრუქცია.