ხშირად დასმული კითხვები
რატომ მეამას კაფსულა?
განმეორებადი გემო
მეამას კაფსულაში ყავის ხარისხი ჰერმეტულად არის დაცული და შენ ყოველი ფინჯანის მომზადებისას იღებ განმეორებად არომატს.
მრავალფეროვანი არჩევანი
მეამას ყავისა და ჩაის ასორტიმენტი მოიცავს მულტი და ევროპული ფორმატის 27 უნიკალურ კაფსულას.
მარტივი გამოცდილება
ევროპული და მულტი ფორმატის აპარატი და ერთი ღილაკით მიღებული ყავის უნიკალური გამოცდილება.
შენს გემოვნებას მორგებული
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული მწვანე მარცვლები შენი და შენ გარშემო ადამიანების გემოვნების გათვალისწინებით იხალება
ევროპული და მულტი ფორმატის ყავას შორის რა განსხვავებაა?
მეამას ევროპული ფორმატის კაფსულებით მზადდება ინტენსიური, ქაფიანი ყავა მცირე მოცულობის ფინჯანში - ესპრესო და ლუნგო. ევროპულ ფორმატში წარმოდგენილია 7 უნიკალური ყავის კაფსულა. ისინი ერთმანეთისგან გამოირჩევა როგორც სხვადასხვა ინტენსივობით, ისე - გემოთი და არომატით.
მულტი ფორმატის კაფსულებით მზადდება დიდი მოცულობის გაფილტრული ყავა. მეამას მულტი ფორმატის კაფსულები აერთიანებს 11 გამორჩეულ გემოს და 5 სხვადასხვა არომატს. ყავის კაფსულების გარდა, მულტი ფორმატში გთავაზობთ ჩაის 9 უნიკალურ ნაზავს.