იპოვე შენი გემო, დალიე ულიმიტოდ

Videoyu yükle:

მიიღე 6 კაფსულა ყოველდღიურად

იდეალური რაოდენობა მათთვის, ვინც მეამას ყოველდღიურად მიირთმევს.

ყოველთვიური პაკეტი

გადაიხადე ერთჯერადად და მიიღე ულიმიტო კაფსულები თვის განმავლობაში.

კაფსულების განახლება

კაფსულები განახლდება პაკეტის შეძენიდან ყოველ მერვე დღეს.

გამოიყენე ყველგან

კაფსულების გამოყენებას ჩვენს ვებ-გვერდზე, მეამა ქოლექთში, დროფერებსა და მეამას სივრცეებში შეძლებთ.

როგორ გამოვიყენოთ კაფსულები

MEAMA Collect

  •  მეამა ქოლექთის ბარისტასთან იდენტიფიცირების შემდეგ შეუკვეთეთ სასურველი სასმელი ან კოლოფი 
  • თქვენს სახელზე არსებული კაფსულები ავტომატურად გადაიცვლება და აისახება მეამას აპლიკაციაში
  • MEAMA Collect-ში კაფსულების განაღდება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ სასმლის სახით (არ გაიცემა როგორც ცალობით, ასევე კოლოფის სახით)

MEAMA Dropper

  • დაასკანერეთ დროფერზე არსებული QR კოდი
  • აპლიკაციაში აირჩიეთ სასურველი სასმელი და გადაცვალეთ არსებულ კაფსულებში

MEAMA E-commerce

  • შეარჩიეთ სასურველი კაფსულები მეამას ვებ-გვერდზე 
  • გადაცვალეთ თქვენს სახელზე არსებულ კაფსულებში და მიიღეთ შეკვეთა სახლიდან გაუსვლელად

MEAMA Spaces

  • მეამა სფეისის ამბასადორთან იდენტიფიცირების შემდეგ შეუკვეთეთ სასურველი სასმელი  
  • თქვენს სახელზე არსებული კაფსულები ავტომატურად გადაიცვლება და აისახება მეამას აპლიკაციაში

ხშირად დასმული კითხვები

რას ნიშნავს ულიმიტო კაფსულები?

„ულიმიტო კაფსულები“ არის შეთავაზება, რომელიც საშუალებას გაძლევთ შეიძინოთ ერთი ან სამთვიანი პაკეტი, გადაიხადოთ ერთჯერადად და მთელი პერიოდის განმავლობაში ყოველდღიურად მიიღოთ სასურველი სასმელი.

ნებისმიერი პაკეტის შეძენისას ყოველდღიურად განსაზღვრული რაოდენობის კაფსულებს მიიღებთ, რომელთა გამოყენებასაც მეამას ვებსაიტზე, აპლიკაციაში, დროფერებში, Meama Collect-ებსა და მეამას ყველა კომერციულ სივრცეში ( სითი მოლი, თბილისი მოლი, ისთ ფოინთი) შეძლებთ.

სამთვიანი პაკეტის არჩევის შემთხვევაში კი კაფსულების გარდა, ერთჯერადად, დამატებით საჩუქრებსაც მიიღებთ.

რამდენ კაფსულას მივიღებ ერთთვიანი პაკეტის გამოწერისას?

„ულიმიტო კაფსულების“ პაკეტით ყოველ დღე, მაქსიმუმ, 6 კაფსულის გამოყენება შეგიძლიათ. რაც ერთი თვის განმავლობაში, დაახლოებით, 180 კაფსულას შეადგენს.

თუ კაფსულების ყოველდღიური გამოყენება არ გნებავთ, შეგიძლიათ მთელი კვირის განმავლობაში დააგროვოთ და ერთბაშად გადაცვალოთ ოთხ კოლოფ 10 ცალიან ესპრესოს ან სამ კოლოფ 12 ცალიან მულტიკაფსულის შეფუთვაში. 

გაითვალისწინეთ, კვირაში მაქსიმუმ 42 კაფსულის გამოყენება შეგიძლიათ. პაკეტის შეძენიდან ყოველ მერვე დღეს არსებული კაფსულები განულდება და ახალი კვირის ათვლა იწყება.

რამდენი კაფსულის გამოყენება შემიძლია ყოველდღიურად?

ყოველდღიურად მეამას აპლიკაციაში 6 კაფსულა გერიცხებათ, რომლებიც შეგიძლიათ ყოველდღიურად გადაცვალოთ კაფსულებში ან დააგროვოთ და ერთიანად გადაცვალოთ  სხვადასხვა ნაკრებებში. 

გაითვალისწინეთ, პაკეტის შეძენიდან ყოველ მერვე დღეს კაფსულების ათვლა თავიდან იწყება და წინა 7 დღის განმავლობაში გამოუყენებელი კაფსულები ძალას კარგავს.

რა მოხდება, თუ კაფსულებს არ გამოვიყენებ

კვირის განმავლობაში მაქსიმუმ 42 კაფსულის გამოყენებას შეძლებთ. გამოწერის დღიდან ყოველ მერვე დღეს წინა ერთი კვირის განმავლობაში დაგროვილი კაფსულები ძალას კარგავს.

რა კაფსულები შედის თითოეულ პაკეტში?

MEAMA Explorer

ჩაი/მულტიკაფსულა - მარწყვი კივით, ჯანჯაფილი ქაცვით

ყავა/მულტიკაფსულა -  კოლუმბია 03, ელ-სალვადორი 04, მულტივიტამინი, ყავა კოლაგენით, ეთიოპია 05

ელექტროლიტი და ბუსტერი (ენერჯი) - ქოლექთებში მხოლოდ

MEAMA Classic

ესპრესო კაფსულა: ბურგუნდი 09, იასამნისფერი 08, მწვანე 07, წითელი 06, ლურჯი 05, უკოფეინო, ყვითელი 04, ბულდოგი

მულტიკაფსულა ყავა: ბრაზილია 08, გვატემალა 07, ეთიოპია 05, ელ-სალვადორი 04, უკოფეინო, ბულდოგი, კოლუმბია 03

მულტიკაფსულა ჩაი: კლასიკური შავი, ერლ გრეი შავი, კლასიკური მწვანე, ერლ გრეი მწვანე

+ყველა ის კასფულა რაც explorer-შია

MEAMA Ultimate

მეამას სრული ასორტიმენტი - ესპრესო & ლუნგო, ფილტრის ყავა, ჩაი & ნაყენი.

ქოლექთებში დამატებით ელექტროლიტი და ბუსტერი.

რა შემთხვევაში ვიღებ დამატებით საჩუქრებს?

ნებისმიერი პაკეტის სამი თვის გამოწერის შემთხვევაში საჩუქრად მიიღებთ ყავის აპარატს, ჭიქას და ჰოლდერს. 

MEAMA Explorer

საჩუქარი: მულტიკაფსულის აპარატი + 1 ჭიქა +  ჰოლდერი

MEAMA Classic

საჩუქარი: მულტიკაფსულის აპარატი + 2 ჭიქა +  ჰოლდერი

MEAMA Ultimate

საჩუქარი: მულტიკაფსულის აპარატი + 4 ჭიქა +  ჰოლდერი

სად შევძლებ კაფსულების გამოყენებას?

კაფსულების გამოყენება შეგიძლიათ მეამას ყველა კომერციულ სივრცეში: მეამა ქოლექთში, მეამა სფეისში, მეამას დროფერებსა და მეამას ვებ-გვერდზე , ასევე მეამას აპლიკაციაში.

გაითვალისწინეთ, რომ კაფსულების განაღდება MEAMA Collect-ში შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ სასმლის სახით და არა ცალობით ან კოლოფით.

შემიძლია პაკეტის შეცვლა ან ერთდროულად ორი პაკეტი მქონდეს ერთ ანგარიშზე?

არა. პაკეტის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ არსებული გამოწერის გაუქმებისა და ახალი პაკეტის შეძენის შემთხვევაში. ასევე, ერთ ექაუნთზე დაშვებულია მხოლოდ ერთი აქტიური პაკეტი.

სამ თვიანი პაკეტის შეძენისას როგორ მივიღებ საჩუქარს?

გამომდინარე იქიდან, თუ რომელი პაკეტი გაქვთ შეძენილი, თავად შეარჩევთ სასურველი ფერის მულტიკაფსულის ან ვერსეტაილის აპარატს და ჭიქას. თქვენს კალათაში საჩუქარი 0 ლარის ღირებულებით აისახება. შეკვეთის გაფორმების შემდეგ კი თბილისის მასშტაბით სტანდარტული მიწოდების სერვისი ამოქმედდება, რაც უფასოა. 

თუ Express მიწოდება გსურთ, მომსახურების საფასური თავად უნდა დაფაროთ.

შემიძლია თუ არა ერთდროულად ორი პაკეტის შეძენა?

არა. “ულიმიტო კაფსულების” შეთავაზების ფარგლებში ერთ აქტიურ მომხმარებელს მხოლოდ ერთი პაკეტის შეძენა შეუძლია.