ჩვენ შესახებ
მეამა არის გერმანელი და ქართველი პარტნიორების მიერ დაფუძნებული კომპანია, რომელიც ქმნის ყავისა და სხვა სასმელი კაფსულების ინოვაციურ გადაწყვეტილებებს.
მეამას საწარმო მდებარეობს საქართველოში, სადაც უმაღლესი ხარისხის, ყავის მარცვალი და ჩაის ფოთლები, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ხვდება. ნედლეულის შესაბამისი სტანდარტების მიხედვით დამუშავების შემდეგ, ჩვენს მაღალტექნოლოგიურ საწარმოში ვატარებთ დეგუსტაციებსა და სხვადასხვა ტესტირებებს, რის შედეგადაც ვიღებთ, უნიკალური წარმოშობის, მოხალვისა და გემოს მქონე, გამორჩეულ ნაზავებს.
ჩვენი პროდუქცია მოიცავს, პირველი კლასის ყავისა და ჩაის, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო, ჰერმეტულად დაცულ კაფსულებს. ისინი გამოირჩევა მუდმივი და სრულყოფილი გემოთი. მეამას ინოვაციური აპარატით, კაფსულები ერთ წუთზე ნაკლებ დროში მზადდება.
მეამას იდეოლოგია დაფუძნებულია ინოვაციებსა და გამოგონებებზე, იქნება ეს სასმლის კაფსულები, კაფსულის აპარატები თუ სხვა.
Meama Awards
მეამა გახდა არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი ისეთ საერთაშორისო კონკურსებში, როგორიცაა, A' Design Award competition, Architizer A+ awards, The FIABCI Georgia Prix d'Excellence awards, Iconic Awards და Red Dot Awards. 2020 წელს, საუკეთესო ოფისის დიზაინის ნომინაციაში, მეამამ დაამარცხა Tik Tok, Jaguar და სხვა მსხვილი კომპანია. ხოლო 2024 წელს, მეამას კაფსულის უახლესი აპარატი, Versatile, საუკეთესო დიზაინის პროდუქტად დასახელდა.
Architizer A+
Architizer A+ის დაჯილდოება
არის ყველაზე ფართომასშტაბიანი და პრესტიჟული კონკურსი, რომელიც ყოველწლიურად, არქიტექტურისა და დიზაინის მიმართულებით ტარდება. კონკურსის მიზანია, გამოავლინოს საუკეთესო არქიტექტორები, სივრცეები და პროდუქტები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. 2020 წელს მეამას სათავო ოფისი გამარჯვებულად დასახელდა სამ ნომინაციაში: “დაბალსართულიანი სამუშაო სივრცე”, “არქიტექტურა და ბეტონი”, “ოფისი და დიზაინი”. ამ კონკურსში მეამამ დაამარცხა ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორიცაა, Tik Tok, Jaguar და სხვა.
ხოლო 2022 წელს, ამავე კონკურსის გამარჯვებული გახდა მეამა ქოლექთი სანაპიროს შენობა, კატეგორიაში: “Pop Up და დროებითი შენობები”.
Iconic Awards: Innovative Architecture
Iconic Awards: Innovative Architecture
არის ყოველწლიური ჯილდო, რომელიც ენიჭება ინოვაციურ ნამუშევრებს. კონკურსი ტარდება ურბანული და არქიტექტურული დიზაინის, ინტერიერის დიზაინის, პროდუქტის დიზაინისა და ბრენდის კომუნიკაციის სფეროში. 2020 წელს საუკეთესოთა შორის საუკეთესოდ დასახელდა მეამას სათავო ოფისი, ინდივიდუალური დიზაინისა და უნიკალური ექსტერიერის გამო.
A' Design Award and Competition
A' Design Award and Competition
არის ყველაზე პრესტიჟული, მასშტაბური და გავლენიანი ჯილდო დიზაინის მიმართულებით. კონკურსი მოიცავს დიზაინის სხვადასხვა განხრას და ავლენს განსაკუთრებულ ნამუშევრებს, რომელთაც გამარჯვებულის ლოგო ენიჭება. 2020-2021 წელს, მეამას გამოგონება დროფერი, ინოვაციური ვენდინგ აპარატი გახდა ამ ჯილდოს მფლობელი კატეგორიაში: “საოფისე და ბიზნეს ტექნიკის დიზაინი”.
FIABCI-Georgia Prix d’Excellence Awards
FIABCI-Georgia Prix d’Excellence Awards
არის უძრავი ქონების პროექტების ეროვნული გალა-დაჯილდოება, რომელიც საქართველოში არსებულ უძრავ ქონებას სხვადასხვა კატეგორიაში აფასებს. 2022 წელს, მეამას სათავო ოფისი დასახელდა საუკეთესო საოფისე სივრცედ. ასევე, მან მოიპოვა ვერცხლის პრიზი ნომინაციაში - “მდგრადი განვითარება”. ხოლო 2023 წელს, მეამას სათავო ოფისი დასახელდა ინოვაციურ საოფისე შენობად FIABCI-ის საერთაშორისო დაჯილდოებაზე, FIABCI World Prix d’ Excellence Awards 2023.
Red Dot Awards
Red Dot Awards
არის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც ყოველწლიურად, პროდუქტის დიზაინის, ბრენდისა და საკომუნიკაციო დიზაინის მიმართულებით ტარდება. გამარჯვებულ ნამუშევარს Red Dot-ის ხარისხის ეტიკეტი ენიჭება და ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, გერმანიის ქალაქ ესენში, მათ მუზეუმში განთავსდება, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ინახულებენ. კონკურში მონაწილეობა მიღებული აქვს ისეთ კომპანიებს, როგორიცაა: Apple, Sonny და სხვა. 2024 წელს, საუკეთესო დიზაინის მქონე პროდუქტად დასახელდა მეამას მიერ შექმნილი, სასმლის კაფსულების ინოვაციური აპარატი, Versatile.
MEAMA
მეამა ცვლის სასმლის დაგემოვნების საუკუნოვან ტრადიციებს და მომხმარებელს სთავაზობს ახალ, ინოვაციურ მიდგომებს.
ქარხანა
მეამას მაღალტექნოლოგიური საწარმო აღჭურვილია შვეიცარიული და გერმანული ტექნიკით, რომელიც არის თითქმის სრულად ავტომატიზებული და საჭიროების ადამიანის მინიმალურ ჩართულობას. ეს ფაქტი კი განაპირობებს ჩვენი პროდუქციის მაღალ ხარისხსა და გემოს მუდმივობას. საწარმო სერტიფიცირებულია FSSC, ISO 9001-ისა და ISO 2000-ის მიხედვით. ასევე, ფლობს ჰალალის კოშერისა და ბიო სერტიფიკატებს.
დროფერი
დროფერი არის მეამას მიერ შექმნილი ინოვაციური, ვენდინგ აპარატი, რომლიდანაც შესაძლებელია სხვადასხვა კაფსულის ჩამოგდება. გამოგონების იდეა და დიზაინი ეკუთვნის სრულად ეკუთვნის მეამას გუნდს. დროფერის ვიზუალი შექმნილია მეამას სათავო ოფისის შთაგონებით და არის ორნაირი, ხისა და ბეტონის. ზომის, მხრივ, სტანდარტულის გარდა არსებობს მინი დროფერი, რაც საშუალებას მოგცემთ, მარტივად მოარგოთ ის სასურველ სივრცეს. დროფერის გამოყენება შესაძლებელია მეამას აპლიკაციით.
ქოლექთი
მეამა ქოლექთი არის მეამას მიერ შექმნილი take away ტიპის ობიექტი, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა ცხელ და ცივ სასმელს სთავაზობს. ქოლექთის ასორტიმენტი მოიცავს მეამას ფუნქციური კაფსულების ბაზაზე დამზადებულ, ყავისა და ჩაის კოქტეილებს, რომელთა დაგემოვნებაც მხოლოდ მეამა ქოლექთშია შესაძლებელი. ამჟამად, ობიექტები მდებარეობს თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ბორჯომსა და რუსთავში. ასევე, ფრენჩაიზის ფარგლებში, მეამა ქოლექთის ობიექტი გაიხსნა გორში.
ჩვენი ისტორია
2017
მეამას სათავო ოფისი
მეამას სათავო ოფისი და საწარმო თბილისში მდებარეობს. მისი არქიტექტორია გიორგი ხმალაძე, ხოლო მშენებლობა Unix Development-ს ეკუთვნის. თავისი არასტანდარტული დიზაინის გამო, შენობა აღიარებულია არქიტექტურის ნიმუშად და ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად, რასაც მის მიერ მოპოვებული მრავალი ჯილდო ადასტურებს.
2019
მეამას დროფერი
დროფერი სრულად ახალი ვენდინგ მანქანაა – უნიკალური და გამორჩეული დიზაინით.
დროფერის მართვა თქვენი სმარტფონის საშუალებით შეგიძლიათ – ასკანერებთ QR კოდს და „მეამას“ app საშუალებით ირჩევთ სასურველ კაფსულას – გადახდა კი უმარტივესად, „მეამას“ app არსებული ბარათითაა შესაძლებელი.
2024
Meama Versatile
Meama Versatile არის მეამას გუნდის მიერ შექმნილი, სასმლის კაფსულების ინოვაციური აპარატი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. ის ამზადებს 60 განსხვავებულ პროდუქტს, ჩამოსხმის 5 ფუნქციით და არის ერთადერთი აპარატი, რომელშიც ორივე ფორმატის კაფსულა თავსდება. პროდუქტი იდეალურია ოფისებისთვისა და სხვა ხალხმრავალი სივრცეებისთვის, რადგან ყველა ადამიანის გემოვნებას ერგება.
ჩვენი პარტნიორები