დაელოდე 10 ოქტომბერს

საპრიზო ფონდი

9 თვის განმავლობაში

ბილეთების დაგროვების პრინციპი

Video laden:

რეგისტრაცია და ვერიფიკაცია = 10 ბილეთი

1 კაფსულა = 1 ბილეთი

სასმელი MEAMA ქოლექთიდან = 2 ბილეთი

აქსესუარი = 5 ბილეთი

ესპრესოს კოლოფი= 10 ბილეთი

ნალექიანი ყავა = 5 ბილეთი

მულტიკაფსულის კოლოფი= 12 ბილეთი

ესპრესოს/მულტიკაფსულის აპარატი = 50 ბილეთი

ვერსეტაილის აპარატი = 100 ბილეთი

ბილეთების დაგროვების ვადები

დარეგისტრირების/ვერიფიკაციის გავლის შემდეგ თქვენ შეგიძლებათ თითოეულ შენაძენზე დაიწყოთ ბილეთების დაგროვება. ბილეთები გიგროვდებათ ყოველი თვის 10 რიცხვიდან მომდევნო თვის 10 რიცხვამდე.

როდის ტარდება გათამაშება?

გათამაშება გაიმართება ყოველი თვის ბოლო შაბათს და პირდაპირ ეთერში გადაიცემა როგორც ტელევიზიით, ისე მეამას სოციალური ქსელებით – Facebook-ით, Instagram და YouTube-ით



სუპერ გათამაშება


ყოველ მესამე თვეს ყოველთვიურ გათამაშებასთან ერთად ტარდება "სუპერ გათამაშება" და მასში მონაწილეობენ მხოლოდ ის მომხმარებლები, რომლებსაც წინა 3 თვის განმავლობაში დაგროვებული ექნებათ სუპერ ბილეთები.

როგორ დავაგროვო ბილეთები

MEAMA Collect

  • გვეწვიე MEAMA ქოლექთში

  • უთხარი ბარისტას თქვენი საიდენტიფიკაციო მონაცემები

  • გაიარე რეგისტრაცია / ვერიფიკაცია და მიიღე 10 ბილეთი საჩუქრად

MEAMA Dropper

  • გაიარე რეგისტრაცია / ვერიფიკაცია და მიიღე 10 ბილეთი საჩუქრად

  • დაასკანერე დროფერზე არსებული QR კოდი აპლიკაციიდან

  • აირჩიე სასურველი სასმელი და მიიღე გათამაშების ბილეთი.

MEAMA E-commerce

  • გაიარე რეგისტრაცია / ვერიფიკაცია და მიიღე 10 ბილეთი საჩუქრად

  • შეარჩიე სასურველი პროდუქცია მეამას ვებ-გვერდზე 

  • თითოეულ შენაძენზე თქვენს პირად კაბინეტში დაგერიცხებათ გათამაშების ბილეთები.

MEAMA Spaces

  • გვეწვიე ბრენდულ სივრცეებში

  • უთხარი MEAMA-ს ამბასადორს საიდენტიფიკაციო მონაცემები

  • გაიარე რეგისტრაცია / ვერიფიკაცია და მიიღე 10 ბილეთი საჩუქრად

MEAMA Partners

განსაკუთრებული შეთავაზება ბიზნესებისთვის

  • დაიწყე ჩვენი პროდუქციის გაყიდვა და გახდი MEAMA-ს დიდი გათამაშების ნაწილი.
დარეგისტრირდი

ხშირად დასმული კითხვები

როგორ ჩავერთო გათამაშებაში?

გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლია MEAMA-ს ყველა რეგისტრირებულ და ვერიფიცირებულ მომხმარებელს. შეიძინეთ ჩვენი პროდუქცია და თითოეულ შენაძენზე დაგერიცხებათ ბილეთები.

რა პერიოდს მოიცავს გათამაშება?

 გათამაშება 9 თვის განმავლობაში გრძელდება.  ბილეთების დაგროვება ყოველი თვის 10 რიცხვში იწყება და მომდევნო თვის 9 რიცხვის 23:59 საათზე სრულდება. გათამაშება კი ყოველი თვის ბოლო შაბათს გაიმართება.

 გადადის თუ არა დაგროვილი ბილეთები ახალ ეტაპზე (შემდეგ თვეში)?
  • ყოველთვიური გათამაშების ბილეთები — არა. თქვენი ყველა ყოველთვიური გათამაშების ბილეთები მონაწილეობს მხოლოდ მიმდინარე თვის გათამაშებაში და მისი დასრულების შემდეგ ნულდება.
  • სუპერ ბილეთები — დიახ. ისინი გროვდება 3 თვის განმავლობაში და მონაწილეობს, „სუპერ გათამაშებაში“ სადაც თამაშდება სუპერ პრიზი.
მხოლოდ არსებულ მომხმარებლებს შეუძლიათ გათამაშებაში მონაწილეობა?

არა,გათამაშებაში მონაწილეობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დარეგისტრირებისა და ვერიფიკაციის გავლის შემდეგ. 10 ოქტომბრიდან დარეგისტრირებულ და ვერიფიცირებულ თითოეულ ახალ მომხმარებელს საჩუქრად 10 გათამაშების ბილეთი დაერიცხება.

რა არის სუპერ ბილეთი და როგორ მივიღო ის?

სუპერ ბილეთი ავტომატურად გემატებათ ყოველ დაგროვებულ 20 ყოველთვიური გათამაშების ბილეთზე. ის არის თქვენი დამატებითი შანსი მოიგოთ განსაკუთრებული პრიზი მხოლოდ „სუპერ გათამაშებაში“, რომელიც 3 თვეში ერთხელ იმართება.

რამდენჯერ შეუძლია მონაწილეობის მიღება "სუპერ ბილეთს" ?

თქვენს მიერ დაგროვილ სუპერ ბილეთს შეუძლია მხოლოდ ერთ "სუპერ გათამაშებაში" მონაწილეობის მიღება, თუმცა აღნიშნული გათამაშების შემდგომ თქვენ თავიდან შეგიძლიათ დააგროვოთ ბილეთები მომდევნო "სუპერ გათამაშებისთვის".

სუპერ ბილეთის მიღებისას, ხომ არ მეკარგება ჩემი 20 ყოველთვიური გათამაშების ბილეთი?

არა, არ გეკარგებათ! თქვენი 20 ყოველთვიური გათამაშების ბილეთი რჩება და მონაწილეობს მიმდინარე თვის გათამაშებაში, ხოლო მიღებული სუპერ ბილეთი არის დამატებითი, ბონუს ბილეთი, რომელიც ინახება მომავალი „სუპერ გათამაშებისთვის“.

სად ვნახო ჩემი ბილეთების რაოდენობა?

თქვენი როგორც ყოველთვიური გათამაშების , ისე სუპერ ბილეთების რაოდენობის შემოწმება MEAMA-ს მობილურ აპლიკაციაში ან ვებგვერდზე, თქვენი პროფილის გვერდზე შეძლებთ.

რა პრიზები თამაშდება ყოველთვიურად?

ყოველთვიურ გათამაშებაზე თამაშდება:

  • 1 ავტომობილი
  • 4 ფულადი პრიზი: 2000, 3000, 5000 და 10,000 ლარი
  • 3 ცალი MEAMA-ს ვერსეტაილის ნაკრები
როდის და სად ტარდება გათამაშება?

გათამაშება ყოველი თვის ბოლო შაბათს გაიმართება და პირდაპირ ეთერში გადაიცემა როგორც ტელევიზიით, ისე მეამას სოციალური ქსელებით – Facebook-ით, Instagram და YouTube-ით.

ზუსტი დროისა და პლატფორმის შესახებ ინფორმაციას წინასწარ გაცნობებთ.